დინამო მზადაა წიტაიშვილი გაყიდოს - ფერენცვაროშთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია
Aa
Aa

დინამო მზადაა წიტაიშვილი გაყიდოს - ფერენცვაროშთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია

კიევის ''დინამოს'' პრეზიდენტი იგორ სურკისი მზადაა გიორგი წიტაიშვილის გაყიდვას დათანხმდეს. სურკისი წიტაიშვილის თაობაზე ''ფერენცვაროშთან'' მოლაპარაკებაში შევიდა. CrystalSport-ის ცნობით, თუ მხარეები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან, 21 წლის ფეხბურთელის უნგრეთის ჩემპიონში გადასვლა გარდაუვალია.

წარსულში წიტაიშვილთან მიმართებით სურკისი კატეგორიული იყო, მის გაყიდვას არ აპირებდა და წინადადებებს უარით პასუხობდა. ამჯერად, სურკისი მოლაპარაკებაში შევიდა და თუ მხარეები სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით შეთანხმდებიან, ტრანსფერი შედგება.

Crystalsport-ის ცნობით, უნგრული კლუბი წიტაიშვილის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. „ფერენცვაროშს“ იმედი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელს იჯარის წესით გაიფორმებს და ვადის გასვლის შემდეგ, მის კონტრაქტს გამოისყიდის.

წიტაიშვილის დამატებით თბილისის ''დინამოც'' დაინტერესებულია, თუმცა ფეხბურთელის ქართულ კლუბში გადასვლის შანსი მიზერულია. 99 პროცენტით 21 წლის გარემარბი კარიერას ევროპაში გააგრძელებს. ამ ეტაპზე ყველაზე რეალური სწორედ ''ფერენცვაროშის'' ვარიანტია.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში წიტაიშვილი კიევის „დინამოსთან“ ერთად ფრანგულ შეკრებაზე იმყოფებოდა, თუმცა მირჩა ლუჩესკუსთან მისი თანამშრომლობა არ შედგა, რის შემდეგაც გიორგი იჯარით ოდესურ კლუბს, „ჩერნომორეცს“ შეუერთდა. გასაგები მიზეზების გამო, უკრაინის ჩემპიონატი დროებით შეწყვეტილია. უდიდესი ალბათობით გიორგის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

წიტაიშვილი, რომელიც ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონშია დაბადებული, კიევის ''დინამოს'' აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას იჯარით ''ვორსკლასა'' და ''ჩერნომორეცში'' უთამაშია. 2021-22 წლების სეზონში ოდესურ კლუბში ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: „მეტოქე განსხვავებული სისტემით თამაშობს, საინტერესო მატჩი გველოდება
კაშია: „მეტოქე განსხვავებული სისტემით თამაშობს, საინტერესო მატჩი გველოდება"