წარმოშობით ქართველი, 16 წლის მეკარე ჩავიმ პირველ გუნდთან ერთად ავარჯიშა
Aa
Aa

წარმოშობით ქართველი, 16 წლის მეკარე ჩავიმ პირველ გუნდთან ერთად ავარჯიშა

მიმდინარე წლის თებერვალში, ბარსელონას აკადემიამ, ლა მასიამ, 16 წლის მეკარესთან, აარონ იაკობიშვილთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, გასულ დღეს კი ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა წარმოშობით ქართველ ფეხბურთელს პირველ გუნდში უხმო და სრული ვარჯიშიც შედგა.

ის მოედანზე გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გარდაიქმნება, შესანიშნავად თამაშობს ფეხით, ბარსელონას მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში კი მისთვის ჯილდოა. დაიმახსოვრეთ ეს სახელი, - წერს sport.es.

ქართული ფესვების მქონე ნიჭიერი მეკარე, რომელიც უნგრეთშია დაბადებული, 2018 წელს ლა მასიას 12-წლამდე გუნდში ირიცხებოდა და მას შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში ასპარეზობს.

აარონ იაკობიაშვილი 2006 წლის 6 მარტს, ბუდაპეშტში დაიბადა და უნგრეთის მოქალაქეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოსთან მატჩის წინ ბოსნია-ჰერცეგოვინას შემადგენლობაში დანაკლისია
საქართველოსთან მატჩის წინ ბოსნია-ჰერცეგოვინას შემადგენლობაში დანაკლისია