მემფის დეპაი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის
Aa
Aa

მემფის დეპაი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

როგორც მოგეხსენებათ, „პსვ ეინდჰოვენმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მემფის დეპაის ტრანსფერი შეათანხმეს.

ჰოლანდიური გამოცემა „Dutch Football“-ის ინფორმაციით, დეპაი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და ამის შემდეგ „მანჩესტერთან“ კონტრაქტსაც გააფორმებს.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მემფის დეპაიმ „პსვ ეინდჰოვენის“ მაისურით 30 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 22 გატანილი ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები