თემურ ქეცბაია: ,,არ მესმის მათი, ვინც კვარაცხელიას აკრიტიკებს"
დღეს, საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამად ანორთოსის მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია იმყოფებოდა. საუბრის მიმდინარეობისას, სპეციალიტს კითხვა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუბინის ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს. მოგეხსენებათ, დაძაბული პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ნებისმიერ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია.
თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი):
კრიტიკის არ მესმის. ხვიჩას გუნდთან კონტრაქტი აქვს და წასვლა სეზონის ბოლომდე შეუძლია, შემდეგ ისევ უნდა დაბრუნდეს, იმედია, ამ დროისთვის ომიც დამთავრდება, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. რომ წავიდეს, სად უნდა წავიდეს – არის ისეთი შემოთავაზება? მე არ ვიცი, ამ თემას ახლოს არ ვიცნობ და ამიტომ ვერაფერს დავამატებ.
მთავარია, რომ ახლა ხვიჩამ ივარჯიშოს, ითამაშოს, რადგან საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. იმედია, მარტის სანაკრებო თამაშებსაც სათანადო მდგომარეობაში შეხვდება და გუნდს დაეხმარება.
რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა მედიამ დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელით ნაპოლია დაინტერესებული. ადგილობრ წყაროებზე დაყრდნობით, საუბარი ხვიჩას დროებით გაფორმებაზე არ მიდის და იტალიურ გუნდს მისი გადაბირება ზაფხულში სურს, რათა მომდევნო სეზონში კვარაცხელიას იმედი ჰქონდეს.
მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით