იტალიური პრესა - ნაპოლის ხელმძღვანელები ხვიჩას წარმომადგენლებს შეხვდნენ
Aa
Aa

იტალიური პრესა - ნაპოლის ხელმძღვანელები ხვიჩას წარმომადგენლებს შეხვდნენ

უცხოურ პრესაში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Tuttomercatoweb-ის ცნობით, „ნაპოლის“ შემადგენლობის გაძლიერება სურს და თვალი „რუბინის“ ქართველ ახალგაზრდას, ხვიჩა კვარაცხელიას დაადგა.

იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, დღეს „კვარას“ წარმომადგენლები ნეაპოლში შენიშნეს და მათ შეხვედრა „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებთან გამართეს. Tuttomercatoweb-ის ცნობით, საუბარი ხვიჩას დროებით გაფორმებაზე არ მიდის და „ნაპოლის“ მისი გადაბირება ზაფხულში სურს, რათა მომდევნო სეზონში კვარაცხელიას იმედი ჰქონდეს.

როგორც ირკვევა, „რუბინის“ ქართველი ვარსკვლავის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „იუვენტუსი“ და „რომაც“ აკვირდებიან, თუმცა Tuttomercatoweb ფავორიტად „ნაპოლის“ ასახელებს. „პარტენოპეი“ ხვდება, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი არსებობს და აპირებს, პირველობა არავის დაუთმოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ხვიჩას „რუბინის“ მაისურით 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. „კვარამ“ ბოლოს თავი „ახმატის“ წინააღმდეგ გამოიჩინა და საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი კიბორგი ვარ, იმედია ზაფხულში ვიჩხუბებ
„ნამდვილი კიბორგი ვარ, იმედია ზაფხულში ვიჩხუბებ" - ჭიკაძე სამომავლო გეგმებზე