„ზომებს მივიღებთ, ეს სიცრუეა!“ - რიბერი და ეპშტეინის სია
ფრანკ რიბერის ადვოკატმა „ეპშტეინის ფაილებში“ „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველის ხსენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკი“ (სიცრუე) უწოდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის საქმეში (რომელსაც ბრალად ედებოდა ადამიანებით, მათ შორის არასრულწლოვნებით ვაჭრობის ქსელის შექმნა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) რიბერის სახელი ექვსჯერ არის ნახსენები.
ყოფილი ფეხბურთელი ფიგურირებს განცხადებაში, რომელიც წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება – მისი თქმით, რიბერიმ მიიღო მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი და მისი დარტყმა სცადა. ასევე ფაილში ნახსენებია სილვენ კორმიე, რომელიც რიბერის ინტერესებს წარმოადგენდა და რომელმაც თითქოს მსხვერპლს ფრანკის თხოვნით სცემა.
„ეს ტყუილია! მე, როგორც მისტერ რიბერის ადვოკატი, მივიღებ ზომებს და გავატარებ ყველა საჭირო იურიდიულ პროცედურას, რათა დაისაჯონ ამ ყალბი ამბების გავრცელებაში დამნაშავე პირები, რაც ჩემი კლიენტისა და მისი ოჯახის ღირსების შელახვაა“,
– დაწერა კარლო ალბერტო ბრუსამ სოციალურ ქსელ X-ში.