ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "კლუბში და გუნდში არავითარი ეიფორია არ არის"

კარლო ანჩელოტიმ პსჟ-სთან გამარჯვების შემდეგ მადრიდის „რეალში" არსებულ ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

იტალიელის თქმით, გუნდი პარიზელებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, ეიფორიაში არ ვარდება.

„კლუბში და გუნდში არავითარი ეიფორია არ არის. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვაგრძელებთ, ხვალ კი სხვა ტურნირზე ვითამაშებთ. გუნდი მიჩვეულია წინსვლას, ეს ჩვენი კლუბის ისტორიაა. ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ და ეს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაა.

ეს უფრო მეტი იყო ვიდრე სპორტი. ეს არის ემოციები, ატმოსფერო. გულშემატკივრებმა გუნდი წინ წაწიეს და ეს იყო ძალიან, ძალიან ლამაზი და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ემოციურ დონეზე.

ბერნაბეუზე არსებული ატმოსფერო გვეხმარება მნიშვნელოვან მატჩებში. ძალიან მიხარია მადრიდელების ბედნიერების ხილვა“,

- განაცხადა ანჩელოტიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მადრიდის „რეალი" ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩში „მალიორკას" დაუპირისპირდება. მატჩი  23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS-ი მამარდაშვილზე: ''ცუდი თამაში ლამის სულელურ გოლად დაუჯდა''
AS-ი მამარდაშვილზე: ''ცუდი თამაში ლამის სულელურ გოლად დაუჯდა''