ზვიად კუპატაძე: „დღეს ღამით ინსტაგრამი და ფეისბუქი გაითიშება
Aa
Aa

ზვიად კუპატაძე: „დღეს ღამით ინსტაგრამი და ფეისბუქი გაითიშება"

Facebook-ისა და „ტვიტერის“ შემდეგ, რუსეთში „ინსტაგრამიც“ დაბლოკეს. როსკომნაძორის მტკიცებით, „ინსტაგრამზე" ვრცელდება პუბლიკაციები რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდებით და ზომების მიღება აუცილებელი იყო.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ, რომელიც რუსულ „გაზპრომ უგრაში“ თამაშობს, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქომაგებს დროებით დაემშვიდობა.

„დროებით გემშვიდობებით ყველას! როგორც ამბობენ, დღეს ღამით ინსტაგრამი და ფეისბუქი გაითიშება! შეგიძლიათ, მომავალში ჩემი სეივები და გოლები ტელეგრამ არხზე იხილოთ“, - ნათქვამია კუპატაძის პოსტში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია - დიდი შანსია ხვიჩამ რუბინი დატოვოს
მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია - დიდი შანსია ხვიჩამ რუბინი დატოვოს