დინამო 2-მა მოსკოვის ცსკა დაამარცხა - ყველა გოლი
დინამო თბილისის მეორე შემადგენლობამ ახალი სეზონისთვის მზადება ბელეკში, მეოთხე ამხანაგური მატჩით დაასრულა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდი ანგარიშით - 3-1 დაამარცხა.
View this post on Instagram
დინამომ მეტოქეს სწრაფი გოლი მე-5 წუთზე გაუტანა - ფირუზ გაბიტაშვილმა ანგარიში ნიკა სიხარულაშვილის შედეგიანი გადაცემის შემდეგ გახსნა, შემდეგ კი უპირატესობა ორამდე მეორე ნახევრის დებიუტშივე გაზარდა. ამჯერად, გაბიტაშვილმა გოლს ზუსტი პასი მიუმატა და ჯადული იობაშვილს გაატანინა. 65- ე წუთზე, მიხეილ ქოჩაკიძის გადაცემით დიტო ფაჩულიამ ისარგებლა და მეტოქეს ეფექტური გოლი გაუტანა.
მოსკოვის ცსკამ კი მატჩის ბოლოს თერთმეტმეტრიანით ერთი გოლის გაქვითვა შეძლო და შეხვედრის ანგარიშს საბოლოო წერტილი დაესვა.
დინამოელები ბელეკიდან თბილისში დღეს, 28 თებერვალს დაბრუნდებიან და ახალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობენ.