სამი ავტოგოლი გაიტანა - ახალ ზელანდიელ ფეხბურთელს ძალიან არ გაუმართლა
Aa
Aa

სამი ავტოგოლი გაიტანა - ახალ ზელანდიელ ფეხბურთელს ძალიან არ გაუმართლა

ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი, მეიკაილა მური იშვიათ და არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდა. SheBelievesCup-ის ფარგლებში, მურის გუნდი აშშ-ს დაუპირისპირდა და 0:5 განადგურდა, მარცხში დიდი „წვლილი" კი სწორედ მან შეიტანა.

მურმა, რომელიც „ლივერპულის“ რიგებში ასპარეზობს, სამი ავტოგოლი გაიტანა, თანაც სამივე პირველ ტაიმში... ახალ ზელანდიას გოლი 181 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული და ეს სერია აშშ-სთან მატჩის მეხუთე წუთზე, მურის ავტოგოლით შეწყდა. რამდენიმე წამის შემდეგ, მეიკაილამ საკუთარ კარში ბურთი კიდევ ერთხელ გადაგზავნა, 36-ე წუთზე, კი ავტოგოლების „ჰეთ-თრიქი“ „გაიფორმა".


საინტერესოა, რომ მურისთვის ეს საიუბილეო, 50-ე სანაკრებო შეხვედრა იყო და 3 ავტოგოლის გარდა, მისი მდგომარეობა იმან დაამძიმა, რომ მე-40 წუთზე საერთოდ მოედნიდან გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მური ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა გაამხნევა და მათ შორის ამერიკელი მოთამაშეებიც იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო და უფრო უმატებს“ - ჩაკვე შესაძლოა ვერდერთან სასტარტოში ვიხილოთ
„უფრო და უფრო უმატებს“ - ჩაკვე შესაძლოა ვერდერთან სასტარტოში ვიხილოთ