"რეალი" ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია
ლა ლიგის გამოტოვებულ შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" სტუმრად "სელტა" 4:1 დაამარცხა და ტიტულთან ერთ ნაბიჯშია.
"სამეფო კლუბის" მხრიდან გოლები რონალდუმ (2), ბენზემამ და კროოსმა გაიტანეს.
მადრიდელებმა 90 ქულა დააგროვეს და ბოლო ტურში გასვლაზე "მალაგასთან" ჩემპიონობისათვის ქულაც ეყოფათ.