დღეს იტალიის თასის ფინალია
Aa
Aa

დღეს იტალიის თასის ფინალია

დღეს, 23:00 საათზე, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე", "ლაციოსა" და "იუვენტუსს" შორის, იტალიის თასის ფინალური შეხვედრა დაიწყება.

ტურინელები მატჩს საკმაო დანაკლისით ხვდებიან, მათ პიანიჩი, ხედირა, რუგანი და პიაცა არ ეყოლებათ. მეორე მხარეს მეკარე მარკეტი და ლუკაკუ ვერ ითამაშებენ, ასევე საეჭვოა მარკო პაროლოს ასპარეზობაც.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლაციო: სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრაი, უოლასი, ბასტა, ლულიჩი - ბილია, პაროლო - მილინკოვიჩ-სავიჩი - კეიტა, იმობილე.

იუვენტუსი: ნეტო - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, ალექს სანდრო - რინკონი, მარკიზიო - დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი.

თამაშს პაოლო ტალიავენტო იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები