"ჩემპიონთა ლიგის" ფინალს ფელიქს ბრიხი იმსაჯებს
"ჩემპიონთა ლიგის" 2016-2017 წლების ფინალურ შეხვედრას, გერმანელი რეფერი, ფელიქს ბრიხი იმსაჯებს. "უეფამ" ამის შესახებ დღეს გამოაცხადა.
ბრიხი საერთაშორისო მატჩებს 2007 წლიდან მოყოლებული უძღვება და მას 2014 წლის "ევროპის ლიგის" ფინალი აქვს განსჯილი, როცა "სევილიამ" "ბენფიკას" პენალტებით მოუგო.
41 წლის მსაჯმა მიმდინარე ტურნირის 1/8 ფინალში, "პორტოსა" და "იუვენტუსის" შეხვედრაც განსაჯა.
"ჩემპიონთა ლიგის" ფინალი, 3 ივნისს, კარდიფში, "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის ჩატარდება.