რამოსი:
Aa
Aa

რამოსი: "ეს ჩვენ შვილიშვილებს ემახსოვრებათ"

მადრიდის "რეალის" კაპიტანი და ლიდერი, სერხიო რამოსი, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალზე საუბრობს.

"ჩვენი თითოეული ფეხბურთელი ტიტულზეა დაგეშილი და უდიდესი ენთუზიაზმი აქვს. 

ეს ისეთი მატჩი იქნება, როგორიც ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივარს უყვარს. 

ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენ ბოლო 4 სეზონში მესამე ფინალს ვითამაშებთ. ესაა მიღწევა, რომელიც შვილიშვილებს უნდა მოუყვე და ისინი აუცილებლად დაიმახსოვრებენ. 

იგუაინთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ეს თამაშს ნამდვილად არ შეეხება. 

სანამ ამ შეხვედრაზე გადავერთვებით, იქამდე ჩემპიონატის მატჩებს უნდა მივხედოთ". - განაცხადა რამოსმა. 

3 ივნისს, კარდიფში, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალია - მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსს" შეხვდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები