შენგელიას 16 ქულა - ცსკა-მ პანათინაიკოსი დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას 16 ქულა - ცსკა-მ პანათინაიკოსი დაამარცხა

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-18 ტურში მოსკოვის ცსკა პანათინაიკოსს ესტუმრა და ძალიან მარტივად 98:74 დაამარცხა. „არმიელები“ მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, რაც საბოლოო შედეგზე ნათლად აისახა.

სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელია მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე 19 წუთი და 57 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულას, 4 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. რუსების მხრიდან საუკეთესო გრიგონისი იყო, რომელმაც 19 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, რუსული კლუბი მე-7 ადგილზე იმყოფება. 11 მოგება და 7 წაგება - ასეთია თორნიკე შენგელიას გუნდი შედეგი. ცნობისთვის, მომავალ ტურში ცსკა „ლიონს“ უმასპინძლებს. მატჩი 14 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, რომ წინა ტურში „არმიელები“ ევროლიგაზე „ბარსელონას“ უნდა შეხვედროდნენ, თუმცა კატალონიურ კლუბში კორონავირუსმა იფეთქა და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები