1998 წლის შემდეგ ისევ ფინალში...
Aa
Aa

1998 წლის შემდეგ ისევ ფინალში...

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "რეალმა" თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" 1:2 წააგო, თუმცა ფინალის საგზური მაინც მოიპოვა. 

"სამეფო კლუბი" ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ 1/2 ფინალში ფრანგული "მონაკო" დაამარცხა. 

"რეალი" და "იუვე" "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მეორედ შეხვდებიან. პირველად ეს 1997-1998 წლების სეზონში მოხდა, როცა ესპანელებმა უპირობო ფავორიტად შერაცხული "ბებერი ქალბატონი" მიატოვიჩის ერთადერთი გოლით დაამარცხეს. 

აღსანიშნავია, რომ 1997 წლიდან მოყოლებული "იუვენტუსს" "ჩემპიონთა ლიგის" ყველა, ოთხივე ფინალი აქვს წაგებული, ხოლო "რეალს" 1998 წლის შემდეგ ყველა, ხუთივე ფინალი მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები