კორონავირუსი ბარსელონაში - ცსკა-ბარსა გადაიდო
Aa
Aa

კორონავირუსი ბარსელონაში - ცსკა-ბარსა გადაიდო

თორნიკე შენგელიას ცსკა-ს ევროლიგის მე-19 ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონავირუსის გამო შეხვედრის გადადება გახდა აუცილებელია. რამდენიმე წუთის წინ, ევროლიგამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ „ბლაუგრანას“ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„ევროლიგის მე-19 ტურში, ცსკა-სა და ბარსელონას შეხვედრა, რომელიც პარასკევს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ბარსელონამ თხოვნით მას შემდეგ მოგვმართა, რაც გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა და ბარსელონამ მინიმუმ 8 კალათბურთელის შეკრება ვერ მოახერხა“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ევროლიგაში მე-19 ტურის თითქმის ყველა შეხვედრა გადაიდო. დღეს, 4 მატჩი უნდა ჩატარებულიყო, ხვალ კი გულშემატკივრებს 5 დაპირისპირება ელოდათ, რომელთაგან სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი გაიმართება.

ცნობისთვის, შენგელიას ცსკა-ს 10 მოგება და 7 წაგება აქვს. „არმიელები“ მე-7 ადგილს იკავებენ, „ბარსელონა“ კი სატურნირო ცხრილის ლიდერია და კატალონიელთა ანგარიშზე 15 გამარჯვება და 3 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუმბულივით დაფრინავს
„ბუმბულივით დაფრინავს" - იტალიურმა ჟურნალმა მამარდაშვილი გამოარჩია