მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონია!
მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის 2016-17 წლების სეზონის გამარჯვებულია.
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში მოსკოველებმა აუტსაიდერი "ტომი" 1:0 დაამარცხეს, ხოლო მათმა კონკურენტმა "ზენიტმა" თავისი მატჩი წააგო.
ჯანო ანანიძე "ტომთან" შეხვედრაში მოედანზე 58-ე წუთზე გამოვიდა.
"სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონატი 2001 წლის შემდეგ პირველად მოიგო და მომავალ წელს "ჩემპიონთა ლიგაზე" ითამაშებს.