„წონაში დაიკელი“ - რუნის 150,000-იან ლენდ როვერს წარწერები გაუკეთეს
საფეხბურთო კლუბ „დერბის“ მთავარი მწვრთნელის ავტომობილს, საშობაო ბაზრობაზე სხვადასხვა წარწერები გაუკეთეს და გენიტალიები მიახატეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც უეინ რუნიმ 150,000 ფუნტ სტერლინგის ღირებულების ლენდ როვერი (Overfinch Defender) ისეთ ადგილას გააჩერა, სადაც ავტომობილის პარკირება არ შეიძლებოდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ საკუთარი მანქანა, ამკრძალავი ნიშნების იგნორირებით, იმ ქუჩაზე გააჩერა, რომელიც საშობაო ბაზრობისთვის იყო გამოყოფილი. Dailymail-ის ცნობით, ორგანიზატორებმა „დერბის“ მწვრთნელს ავტომობილის გადაყენება სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს, რის შემდეგაც რუნი ადგილობრივ ბარში, მეგობრებთან ერთად საღამოს გასატარებლად შევიდა.
აღშფოთებულმა ადგილობრივებმა, რუნის ძვირადღირებულ ავტომობილს, რომელიც ჭუჭყიანი იყო, გენიტალიები მიახატეს და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი წარწერები გაუკეთეს. მათ შორის - „წონაში დაიკელი“ და „ნ******ო“ იყო.
წყაროს ცნობით, უეინ რუნიმ „მორთულ“ ავტომობილს 24 საათის შემდეგ მიაკითხა და წაიყვანა. ვეტერან ფეხბურთელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.