ჰაკიმ ზიეჩის რეკორდი "ევროპის ლიგაზე"
"ევროპის ლიგის" პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში "აიაქსმა" "ლიონი" მიიღო და 4:1 გაანადგურა.
მასპინძელთა ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეჩმა, ამ შეხვედრაში 3 საგოლე პასი შეასრულა, რითაც "ევროპის ლიგის" ისტორიაში შევიდა.
იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "ევროპის ლიგის" 1/2 ფინალებში ან ფინალში, ერთ თამაშში ერთბაშად 3 ასისტი ჩაიწერა.
"აიაქსი" და "ლიონი", 11 მაისს", უკვე საფრანგეთში ითამაშებენ.