კასილასს „რეალში“ დარჩენა აქვს გადაწყვეტილი
„Marca“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იკერ კასილასი მადრიდის „რეალში“ მინიმუმ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ მეკარეს „სამეფო გუნდთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ივნისამდე აკავშირებს.