ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
დანია ფიფას ტოვებს?
დანია ფიფას ტოვებს?
იტალიელ ფრენბურთელს ეგონა, რომ 15 წელი ბრაზილიელ მოდელს წერდა
Aa Aa
27 ნოემბერი 2021  |  12:20

იტალიელ ფრენბურთელს ეგონა, რომ 15 წელი ბრაზილიელ მოდელს წერდა

იტალიელ ფრენბურთელს, რობერტო კაზანიგას 15 წლის განმავლობაში სჯეროდა, რომ მან ინტერნეტით პოპულარული ბრაზილიელი მოდელი, ალესანდრა ამბროსიო გაიცნო, რომელსაც საცოლედ მოიხსენიებდა.

სინამდვილეში, ცნობილი მოდელის ფოტოებს იყენებდა სხვა, რომელიც სპორტსმენს მაიას სახელით გაეცნო და რომელმაც სხვადასხვა დროს მისგან არაერთი ძვირადღირებული საჩუქარი და თანხა მიიღო.

ერთ დღეს ის თავის ოთახში, სიბნელეში იჯდა. დავინახე, რომ ტიროდა. ვკითხე თუ რა სჭირდა, მან მითხრა, რომ შეუყვარდა ადამიანი, რომესაც გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ოპერაცია სჭირდება - თქვა დანილომ, რობერტოს ძმამ, იტალიურ ტელევიზიასთან.

15 წლის განმავლობაში ჩვენ პირადად არასდროს შევხვედრილვართ, რადგან მას ყოველთვის სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თუ სამსახური. თუმცა, ონლაინ მიმოწერითა და ხმოვანი ზარებით შემიყვარდა. ის ყოველთვის მეკონტაქტებოდა, გზაში, როდესაც სავარჯიშოდ მივდიოდი, მატჩებისა და ძილის წინ.

როგორ მიიღო მან ჩემგან 700 000 ევრო, რომელიც სესხის სახით ავიღე და  ავტომობილი Alfa Romeo Mito? არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. ეს კოშმარია, რამაც წლები წამართვა, - განუცხადა რობერტო კაზანიგამ გაზეთ Corriere Della Sera-ს.

საბოლოოდ, გაირკვა, რომ 15 წლის განმავლობაში იტალიელ ფრენბურთელს სარდინიელი ქალი, ვინმე სახელად ვალერია ატყუებდა.

რაც შეეხება ალესანდრა ამბროსიოს, ის თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი სახეა. 1981 წლის 11 აპრილს დაბადებულ მოდელს 2 შვილი ჰყავს.

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"