ლუის დიასი, მანუელ აკანჯი
Aa
Aa

კოლომბია პენალტების სერიაში დაამარცხეს | შვეიცარია ბოლო მეოთხედფინალისტია

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობა შვეიცარიისა და კოლუმბიის ნაკრებებმა გაარკვიეს. მერვედფინალური მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. ანგარიში არც დამატებით დროში შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც შვეიცარიამ მოიგო.

შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და ორივე გუნდი დიდ სიფრთხილეს იჩენდა. პირველ ტაიმში „ლოს კაფეტეროსს“ მინი-მომენტები ჰქონდა, მაგრამ გრეგორ კობელის კარი ვერ აიღო. მეორე ტაიმში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და დამატებითი დრო ვიხილეთ.

ძირითადი დროისგან განსხვავებით, პირველ 30 წუთში რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. ყველაზე კარგი შანსი ჯონ ლუკუმის ჰქონდა, რომელმაც კუთხურის შემდეგ თავით დაარტყა და შვეიცარიის კარი ხარიხამ გადაარჩინა. მომენტები შექმნეს ხამინტონ კამპასმა და ზეკი ამდუნიმ, მაგრამ გოლი არ გასულა.

მეორე დამატებით ტაიმში „ლოს კაფეტეროსი“ აქტიურობდა, მაგრამ წინ ვერ გავიდა და, საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პირველი პენალტი კოლუმბიამ დაარტყა და „ლოს კაფეტეროსის“ მხრიდან ხუან კინტერომ შეაგდო. შვეიცარიელებმა კინტეროს გრანიტ ჯაკას გატანილი თერთმეტმეტრიანით უპასუხეს.

„ლოს კაფეტეროსმა“ მეორე პენალტი გააცუდა — დავინსონ სანჩესმა ბურთი ხარიხას გაარტყა, რის შემდეგაც შვეიცარია ზეკი ამდუნიმ დააწინაურა. ხამინტონ კამპასმა კოლუმბია სერიაში დააბრუნა, მანუელ აკანჯიმ კი ბურთი კარს ააცილა — 2:2.

სამხრეთამერიკელთა მეოთხე დამრტყმელი კუჩო ჰერნანდესი იყო, რომელსაც კობელმა აუღო, სედრიკ იტენმა კი შვეიცარია ისევ წინ გაიყვანა — 3:2. ლუის დიასმა „ლოს კაფეტეროსი“ არ დააღალატა, თუმცა რუბენ ვარგასმა შეაგდო და შვეიცარია მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ცნობისთვის, შვეიცარიის მომდევნო მეტოქე არგენტინაა. ამ გუნდების დაპირისპირება 12 ივლისს გაიმართება და მეოთხედფინალური შეხვედრა თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლობა, არ უნდოდათ, მესი გავარდნილიყო“ | ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი
„უსამართლობა, არ უნდოდათ, მესი გავარდნილიყო“ | ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი