წლის საუკეთესო ძიუდოისტი და ამომავალი ვარსკვლავი - შავდათუაშვილი და სულამანიძე რჩეულთა შორის
Aa
Aa

წლის საუკეთესო ძიუდოისტი და ამომავალი ვარსკვლავი - შავდათუაშვილი და სულამანიძე რჩეულთა შორის

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტის, ამომავალი ვარსკლავისა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. IJF-ის რჩეულთა შორის ორ ქართველ ძიუდოისტს ვხედავთ: ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე.

შავდათუაშვილი 2021 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ჯილდოზეა ნომინირებული და მისი კონკურენტები მატიას კასე, ლუკას კრპალეკი, ჰიფუმი აბე და ჟორჟე ფონსეკა არიან. სულამანიძეს 2021 წლის ამომავალი ვარსკვლავის პრიზის მოგების შანსი აქვს და მის გარდა, IJF-მა საიტო ტაცურუ, აი ცუნოდა რუსტანტი, მადინა ტაიმაზოვა და დიორა კელდიოროვა გამოარჩია.

ქომაგებს საყვარელი ძიუდოისტებისთვის ხმის მიცემა 10 დეკემბრამდე შეუძლიათ, გამარჯვებულები კი 18 დეკემბერს გამოვლინდებიან. ქართველ ძიუდოისტებს თქვენი დახმარება სჭირდება და ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები