Aa Aa
25 ნოემბერი 2021  |  14:25

"არ მაინტერესებს ვინ ხარ, ფეხბურთში მგზავრების დრო დიდი ხანია წავიდა"

ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ პოჩეტინოს მხრიდან გონივრული კარიერული ნაბიჯი იქნება, თუ ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაიბარებს. ტიერი ანრი კი ამბობს, რომ არგენტინელ სპეციალისტს არ შეუძლია შექმნას თავისი გუნდი ისე, როგორც მას სურს და ამის მიზეზი შემადგენლობაში მესი-მბაპე-ნეიმარის ყოფნა არის.

„პოჩეტინომ უნდა დატოვოს ეს კლუბი. თუ მას იუნაიტედში წასვლის შანსი ექნება, ხვალვე უნდა წავიდეს. სიმართლე გითხრათ, მე ამას მესის, მბაპესა და ნეიმარის გამო გავაკეთებდი.

დავასახელოთ მაგალითად ოთხი გუნდი, რომელთაგან ერთი, ვფიქრობ, მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ჩელსი ან ბაიერნი - მათ შემადგენლობაში მგზავრები არ ჰყავთ.

პსჟ-ს ჰყავს სამი მგზავრი - მესი-მბაპე-ნეიმარი. მათ არც ჩემპიონთა ლიგის მოგების არანაირი შანსი არ აქვთ.

მბაპეს შემთხვევაში მე კიდევ უფრო ვნერვიულობ. მესის გარკვეულწილად მესმის, ის 34 წლისაა, გარკვეულ მომენტებში საკუთარ თავს უნდა მოუაროს. მაგრამ მბაპე 22 წლის არის და უნდა დაცვაში უნდა ჩაიწიოს ხოლმე, რათა თანაგუნდელებს დაეხმაროს საუკეთესო მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გასამკლავებლად.

მინდორზე სიარული ჩემთვის მიუღებელია. ამას უბრალოდ ვერ შევეგუები. არ მაინტერესებს რამდენად კარგები არიან ისინი, რადგან გუნდურად არ მუშაობენ. მგზავრთა გადაყვანის დღეების დრო უკვე დიდი ხანია წავიდა.

მსგავსი რამ მე რონალდუზეც ვთქვი, მაგრამ მას გოლები გააქვს. კრიშტიანუც გოლების გარეშე მგზავრია, მაგრამ იგი ამას გატანილი ბურთებით აბალანსებს. თუ შენ გოლებს არ გაიტან, მაშინ მგზავრი იქნები და ფეხბურთში ამ დონეზე შანსი არ გექნება“.

ტიერი ანრი პარიზელთა შემტევი ტრიოს მიმართ უფრო პირდაპირი და კრიტიკულია:

„თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, შენ 7 ფეხბურთელით თავს ვერ დაიცავ. ეს შეუძლებელია, არ მაინტერესებს ვინ ხარ. განაპირა მცველები ერთი სამის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ რჩებოდნენ.

მეტოქე გუნდის მცველები მათ წინააღმდეგ თავს კომფორტულად გრძნობენ. საფრანგეთის ჩემპიონატში გუნდებს მათი განეიტრალება არ შეუძლიათ, მაგრამ სიტის ეს შეუძლია.

პოჩეტინოს ზოგჯერ საშუალება არ ეძლევა, რომ გუნდში პოჩეტინო იყოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
"არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ?"