Aa Aa
25 ნოემბერი 2021  |  12:02

მიქაუტაძე: "ლიონიდან გაშვება ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო"

ბელგიური გამოცემა voetbalkrant-ი საქართველოს ნაკრებისა და „სერენის“ ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს და ამბობს, რომ ის კლუბისთვის კვლავინდებურად მნიშვნელოვანი ფიგურაა.

რას წერს ბელგიური გამოცემა

„გიორგი მიქაუტაძე სერენისთვის ამ სეზონშიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ლიეჟელთა ფორვარდმა უკვე მოახერხა და 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მიქაუტაძე გუნდში მეციდან მოვიდა, რომლის შვილობილი კლუბი სერენი გახლავთ. გასულ სეზონში ის დანტე ვანზრეინთან ერთად პირველი ლიგის ბომბარდირი გახდა. მან გოლების გატანა სერენის იუპერ ლიგაში აღზევების შემდეგაც განაგრძო. მას რომ არჩევანი ჰქონოდა, თამაშს არა სერენში, არამედ ლიონში განაგრძობდა, რადგან ის ლიონიდან არის. 7-დან 15 წლამდე ოლიმპიკის აკადემიაში ირიცხებოდა.

„დღეს, როდესაც მითხრეს, რომ ჩემს შენარჩუნებას არ აპირებდნენ, დიდი იმედგაცრუება იყო“,

- განუცხადა მან Sport Voetbal Magazine-ს, რომელსაც ასევე უთხრა, რომ „ლიონი“ მისი საყვარელი კლუბია.

როგორც „ლიონის“ ახალგაზრდა მოთამაშეს, მას შანსი მიეცა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ უეფას ბანერი განეთავსებინა.

„ეს გავაკეთე ბარსელონასთან და რეალთან მატჩების წინ. მე პირისპირ ვიყავი ლიონელ მესისთან, ტიერი ანრისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან“.

- ამბობს მიქაუტაძე“. - წერს ბელგიური voetbalkrant-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 9 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მიქაუტაძე ბელგიის ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. Elevensportsbe ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ გუნდს აქვეყნებს, მე-15 ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა, მან ლევან შენგელიას „ლიოვენთან“ გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა და მისი დახმარებით „სერენმა“ გასვლით შეხვედრაში გაიმარჯვა (1:3).

15 ტურის შემდეგ 18-გუნდიან ჩემპიონატში ''სერენი'' 16 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
"არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ?"