Aa Aa
25 ნოემბერი 2021  |  10:26

პარიზი 2024 - მეკლდეურობის ფედერაცია სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე მეკლდეურობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მიმდინარე საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორი თორნიკე ტყეშელაშვილი, რომელიც ფედერაციასთან ერთად ვაკეში მდებარე მეკლდეურობის დარბაზის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას დაიწყებს.

თეა წულუკიანი ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადების გეგმას გაეცნო, რომლის მიხედვითაც გაწერილია ქართველი მეკლდეურების მზადების ყველა ეტაპი, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში ჩასატარებელი მოსამზადებელი შეკრებები და ტურნირები.

მინისტრმა ფედერაციას მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ მეკლდეურობაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება დიდი მიღწევა იქნება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თბილისში სამი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებელი კედლის მშენებლობისათვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველომ მზადება დაიწყო