ვილიარეალის ვარსკვლავს ჩაანაცვლებს? - ესპანური მედია კვარაცხელიაზე წერს
Aa
Aa

ვილიარეალის ვარსკვლავს ჩაანაცვლებს? - ესპანური მედია კვარაცხელიაზე წერს

შვედეთის ნაკრებთან გაბრწყინების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი „ვილიარეალმა“ გამოხატა. დღეს კი ხვიჩას შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება. ესპანური გამოცემა ElGolDigital წერს, რომ შესაძლოა „ჯვაროსნების“ შემტევი „წყალქვეშა ნავში“ მართლაც აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი კი დანჟუმას წასვლაზე იქნება დამოკიდებული.

ნიგერიული ფესვების მქონე ნიდერლანდელი „ვილიარეალის“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა და ძირითადი შემადგენლობის წევრად სულ მალე იქცა. არნაუტ დანჟუმამ უკვე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. ესპანეთში თვლიან, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელით ევროპული გრანდები მალე დაინტერესდებიან და შემცვლელის მოძებნა აუცილებელი გახდება.

რას წერს ElGolDigital ხვიჩაზე?

„ფაქტობრივად კვარაცხელია ესპანეთის გმირი გახდა, რადგან მისი დახმარებით საქართველომ შვედეთი დაამარცხა და ესპანეთს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისკენ პირდაპირი გზა გაუხსნა. ამ მომენტისთვის ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგაში, კონკრეტულად კი ყაზანის „რუბინში“ თამაშობს.

ქართველი ფეხბურთელი 20 წლის არის და „ვილიარეალში“ თვლიან, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს. დანჯუმას ტრანსფერიდან შემოსული თანხა შესაძლოა კვარაცხელიაში დაბანდდეს, მაგრამ იაფი ნამდვილად არ იქნება.“

ფართო საზოგადოებისთვის უცნობი კვარაცხელია

„ცნობილი გამოცემა Transfermarkt ქართველ ფეხბურთელს 18 მილიონ ევროდ აფასებს და დიდი ალბათობით ამაზე არ გაჩერდება. ხვიჩას თამაშიც სულ უფრო კარგი და საინტერესო ხდება. სწორედ ამიტომ, თუ „ვილიარეალს“ მისი შეძენა მოუნდება, ბევრის გადახდა მოუწევს.

სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა 20 მილიონ ევროს მიაღწიოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია. ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იანვარში, დანჟუმას წასვლაზე იქნება დამოკიდებული.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭიერია და ორივე ფეხით კარგად თამაშობს
„ნიჭიერია და ორივე ფეხით კარგად თამაშობს" - OneFootball-მა კვარა გამოარჩია