საქართველო vs უკრაინა - ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება
Aa
Aa

საქართველო vs უკრაინა - ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს.  ჩვენი ქვეყნის მეტოქეები  G ჯუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს კალათბურთელთა  ნაკრები  2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო – უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს,თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 30% დაესწრება. 

ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე

ბილეთის ფასი – 20 ლარი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ, რათა  მატჩის დაწყებამდე დროულად გაიარონ კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურები:

ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა. ყველა გულშემატკივარს უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია. აღნიშნული პირობები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 საუკეთესო ფორვარდს შორის - ფიბამ ბექა ბურჯანაძე გამოარჩია
10 საუკეთესო ფორვარდს შორის - ფიბამ ბექა ბურჯანაძე გამოარჩია