,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
Aa
Aa

,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი სამტრედია მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ქუთაისის ტორპედოს კახა ჩხეტიანის ნაცვლად შეუერთდა.  კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიახლე ტორპედომ თავად, სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ მიზეზი გუნდის ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.

ტორპედოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ცნობილი იყო, რომ მიმდინარე წლის ივნისში გუნდს ოფიციალურად უნდა ჰყოლოდა ლიცენზირებული მწვრთნელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტორპედოს სანქციები ემუქრებოდა. ჩხეტიანი გუნდში სწორედ ამ პერიოდში დაბრუნდა და სხვადასხვა დროს, გუნდისთვის მძიმე პერიოდში, კლუბის გვერდით იყო.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. ამჯერად, გადაცემის სტუმარი სწორედ კახა ჩხეტიანი იყო.

,,კლუბის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი და მსგავსი რამ არც მიფიქრია. ახსნა ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ის ამოცანა, რომელიც კლუბის წინაშე იდგა, გადაიჭრებოდა. ამის გარდა, ჩემი კონტრაქტი კიდევ 2 წელს მოიცავდა, სადაც უკვე ჩადებული გარკვეული მიზნები და მოთხოვნები იყო.

როდესაც გუნდში მიდიხარ და ფეხბურთელების უდიდეს ნაწილს არ იცნობ, რთულია რაღაც სისტემას მოარგო. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთმანეთის გაცნობა ოფიციალურ შეხვედრებში გვიწევდა. არ ვამბობ, რომ ფეხბურთელები რაიმეს არ ინდომებდნენ. პირიქით, თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ისინი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. უბრალოდ, ფეხბურთში გარადაუვალი მომენტია, რომ კლუბს შეთამაშება სჭირდება.

მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა. მინდოდა, ტორპედო ისევ ისეთი გუნდი ყოფილიყო, რომელიც გულშემატკივარსა და ქუთაისელ ხალხს გაახარებდა.

ეს მათი გადაწყვეტილებაა და მე ვერაფერს შევცვლი, მყავს სააგენტო, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ იმუშავებს, უშუალოდ ტორპედოსა და მის ახალ მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს კი წარმატებას ვუსურვებ. მომავალში რა იქნება ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ქუთაისი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება: ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბში ჯერ თამაში მომიწია, შემდეგ კი - მუშაობა.

ცხოვრებაში მსგავსი რაღაცები ხდება, ხან სამართლიანად, ხან - უსამართლოდ.  ქუთაისის ტორპედო არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით დასრულდება, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ისტორიაში ჩემი, პატარა წვლილი შევიტანე. კლუბიდან ჩემი წამოსვლა ამ გუნდის მიმართ ნეგატიურად ვერ განმაწყობს".

მოგეხსენებათ, კახა ჩხეტიანისთვის ტორპედო უცხო არ არის. გამოცდილი სპეციალისტი გუნდში 2016/2020 წლებში მუშაობდა, ამ დროში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო.

რაც შეეხება ტორპედოს, გუნდს ახალი მფლობელი ჰყავს - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მეორე აუქციონზე ერთადერთი დაინტერესებული მხარე აღმოჩნდა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სვანაძე: ,,ინგლისთან გამარჯვება რწმენის კუთხით მნიშვნელოვანი იყო"
სვანაძე: ,,ინგლისთან გამარჯვება რწმენის კუთხით მნიშვნელოვანი იყო"