მჭედლიძე სერია ა-ს მორიგ ტურში 99%-ით ვერ ითამაშებს
იტალიური "ემპოლის" ქართველი ფორვარდი, ლევან მჭედლიძე, 99%-იანი ალბათობით სერია ა-ს მორიგ ტურში "სასუოლოს" წინააღმდეგ მოედანზე ვერ გამოვა.
ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მჭედლიძეს კუნთის დაჭიმულობა აქვს, რომელსაც რამდენიმე დღიანი სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება.
27 წლის ფორვარდი ვარჯიშს სულ მალე განაახლებს.
"ემპოლი" 29 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულითაა დაშორებული.