როგორია ბომბარდირთა დავა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტური რჩება.
შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ისე ბომბარდირთა დავის კუთხით, საკმაოდ დაძაბულია.
ამ ეტაპზე, გათამაშების ლიდერი დინამო ბათუმია, რომელსაც 68 ქულა აქვს და დინამო თბილისზე 5 ქულითაა წინ.
ბომბარდირთა დავაშიც დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის ფეხბურთელები ლიდერობენ:
33 შეხვედრაში 14 გოლს მოუყარა თავი დინამო თბილისის სერბმა თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა (1 პენალტით), 13 გოლია დინამო ბათუმის თავდამსხმელის, გიორგი ფანცულაიას ანგარიშზე (0 პენალტი), მესამე - მეოთხე ადგილებს ასევე დინამო ბათუმის ნახევარმცველი, ჯაბა ჯიღაური - 12 გოლი (0 პენალტი) და ლოკომოტივის თავდამსხმელი, ირაკლი სიხარულიძე იკავებენ - 12 გოლი (3 პენალტი), ხოლო ხუთეულს სერგო კუხიანიძე (სამგურალი) ასრულებს - 11 მატჩი (28 შეხვედრა, 3 პენალტი).
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 18 ტურით დასრულდა, ხოლო სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი გახდა:
ბომბარდირთა სამეული: მიკოლა კოვტალიუკი (დილა - 13 გოლი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი - 9 გოლი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ - 8 გოლი).