მატ ჰუმელსი : "წარმოდგენა არ მაქვს რატომ გამაგდეს"
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა „დორტმუნდის“ მცველ მატ ჰუმელსს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
29 წუთზე,როდესაც ანგარიში 0:0 იყო გერმანელმა მცველმა „აიაქსის“ შეტევა ჩაშალა და ბრაზილიელი შემტევი ენტონი უხეში ვარდნით შეაჩერა.
მატჩის შემდეგ ჰუმელსმა მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა :
„გასახდელში მომხდარი გადავხვიე და ვიდეოს ბევრჯერ ვუყურე.წარმოდგენა არ მაქვს რატომ გამაგდეს. მე ვერ ვხდები რით ხელმძღვანელობდა მსაჯი, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მსგავსი შეცდომები არ უნდა ხდებოდეს.“ - განაცხადა ჰუმელსმა
აღნიშნული შეხვედრა კი ამსტერდამელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა. დორტუმნდელთა რიგებში გოლი მარკო როისმა გაიტანა, ხოლო „აიაქსში“ თავი ტადიჩმა,ჰალერმა და კლაასენმა გამოიჩინეს.
ჩატარებული 4 ტურის შემდეგ C ჯგუფს „აიაქსი“ 12 ქულით ლიდერობს, “დორტმუნდი“ კი 6 ქულით მეორე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრებში ამსტერდამელები „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდებიან,ხოლო გერმანელები „სპორტინგს“.