ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ცნობილია
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ცნობილია

ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ორ სეტში - 7-6 (7-5), 6-3 მოუგო, იქამდე კი, მეოთხედფინალურ ეტაპზე, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა (6-4, 2-6, 6-4).

ბასილაშვილმა მასტერსის ფინალში პირველად ითამაშა, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იყო და სამწუხაროდ, სამ სეტში 6-3 4-6 1-6 დამარცხდა.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი მომდევნო ტურნირს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაატარებს და ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს. გათმაშება სტარტს 25 ოქტომბერს აიღებს.

ნიკოლოზს შესანიშნავი სეზონი აქვს, თუმცა გასულ წელს ეს ასე არ იყო - ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. მაშინ ნიკოლოზის მეტოქე 104-ე ჩოგანი, სლოვაკი ნორბერტ გომბოსი იყო. ბასილაშვილი გომბოსთან 6-7, 2-6 დამარცხდა.

ვენის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 550 950 ევროა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები