Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  20:14

„ვიცოდი დონარუმა საკას დარტყმას რომ მოიგერიებდა" - ჟორჟინიო პენალტების სერიაზე

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა, ჟორჟინიომ ევრო 2020-ის ფინალური შეხვედრა გაიხსენა. 29 წლის ნახევარმცველმა თერთმეტმეტრიანების სერიაზე ისაუბრა და ბუკაიო საკას გადამწყვეტ პენალტს შეეხო.

„ფინალურ შეხვედრაზე და განსაკუთრებით ჩემს თერთმეტმეტრიანზე ახლაც ვფიქრობ. ხალხმა შეიძლება თქვას, რომ ამას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩემთვის ეს ასე არაა. მართალია, გავიმარჯვეთ, მაგრამ ის გაფუჭებული პენალტი ჩემთვის ახლაც მტკივნეულია.

ვინც ამბობს, რომ უკვე ყველაფერი სულერთია, მატყუარაა. ჩემი თერთმეტმეტრიანის ეპიზოდში პიკფორდმა შესანიშნავად ითამაშა და მახსოვს, ჩემს თავს ვუთხარი, რომ თანაგუნდელები დავაღალატე, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ნდობა სწორედ მე გამომიცხადეს.

გაფუჭებული პენალტის შემდეგ, მათკენ წავედი და ძალიან, ძალიან გრძელი გზის გავლა მომიწია. მახსოვს, უკან მოვიხედე და დავინახე, რომ ინგლისელთა მხრიდან პენალტი საკას უნდა დაერტყა. ბუკაიო დონარუმას წინააღმდეგ იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯიჯი მის თერთმეტმეტრიანს მოიგერიებდა. საკუთარ თავს ვუთხარი კიდეც; „მორჩა, ყველაფერი დასრულებულია“.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიომ ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. იტალიელი ნახევარმცველი „ჩელსიშიც“ შესანიშნავად გამოიყურება და ტუხელის გუნდის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage