რონალდინიო:
Aa
Aa

რონალდინიო: "მიმდინარე წელს ოქროს ბურთზე ფავორიტი არ მყავს"

ლეგენდარულმა რონალდინიომ Le Parisien-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ძირითადად პსჟ-ს შესახებ ისაუბრა და თავისი შეხედულებები გაგვიზიარა:

მესი და ნეიმარი

„ისინი მეგობრები არიან. ეს არ არის კერპისა და ქომაგის ისტორია. ეს არის მეგობრობის ისტორია. ძალიან კარგი მეგობრების. როდესაც მათთან ყოფნის შესაძლებლობა მაქვს, ამას ვაკეთებ, რადგან ეს განსაკუთრებული მომენტია“.

მესის შესახებ

„როცა ბარსელონაში ჩავედი (2003), უკვე ისო საუბრები ფანტასტიკურ ახალგაზრდაზე. მოგვიანებით კი, როცა ერთად ვვარჯიშობდით მისი დონე დავინახე. მის ხარისხს თითოეულ ვარჯიშზე და თამაშზე ვხედავდი. მისი ყურება სასიამოვნო იყო. ლეო ჩემთვის მეგობარი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ მას იმ გუნდში ვხედავ სადაც ევროპაში კარიერა დავიწყე. ეს არის ის, რაზეც არასდროს მიფიქრია. ის დარწმუნებული იყო, რომ კარიერას ბარსელონაში დაასრულებდა. რაც მოხდა ჩემთვის სიურპრიზი იყო. ვე წარმოვიდგენდი, თუ ლეოს ბარსელონას გარდა სხვა მაისურში ვნახავდი“.

მბაპეს შესახებ

„ვფიქრობ, რომ ის ერთ დღესაც ოქროს ბურთს მოიგებს. ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი კარიერა აქვს. მიმდინარე წელს ოქროს ბურთზე ფავორიტი არ მყავს“.

მოიგებს თუ არა პსჟ ჩემპიონთა ლიგას

„დიახ, ეს შესაძლებელია. ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გოლები გაიტანოს. როცა ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელები გყავს რთულია, რომ ასე არ მოხდეს. ფეხბურთელები უბრალოდ ერთად თამაშს უნდა მიეჩვიონ. ეს ფეხბურთში ნორმალურია“.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები