მოურინიოს ანტირეკორდი - რომა ნორვეგიაში განადგურდა
Aa
Aa

მოურინიოს ანტირეკორდი - რომა ნორვეგიაში განადგურდა

ევროპის კონფერენს ლიგის მე-3 ტურში, ჟოზე მოურინიოს „რომა“ სტუმრად „ბოდო გლიმტს“ დაუპირისპირდა და სრული ფიასკო განიცადა. „ჯალოროსიმ“ ნორვეგიული კლუბის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 1-6 განადგურდა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე ბოთჰეიმის გოლით გახსნეს. მეოცე წუთზე ბერგმა „რომას“ კარი მეორედ აიღო, 28-ე წუთზე იტალიელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და პირველი ტაიმი 1-2 წააგეს. მეორე ნახევარში „ბოდო გლიმტმა“ მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. თავი სოლბაკენმა (დუბლი), პელეგრინომ და ბოთჰეიმმა გამოიჩინეს.

ჟოზე მოურინიოს კარიერაში პირველად მოხდა შემთხვევა, როცა მისმა გუნდმა მინიმუმ 6 გოლი გაუშვა. აქამდე მაქსიმუმი 5 გოლი იყო, რომელიც „მოუს“ ბიჭებს „ბარსელონამ“ გაუტანა. „განსაკუთრებულს“ კარიერაში 1008 მატჩი აქვს გამართული და მისმა გუნდმა 6 გოლი პირველად გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ მარცხის შემდეგ, „რომას“ 6 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრა „ჯალოროსის“ კვლავ ნორვეგიულ კლუბთან ელის და ამჯერად მასპინძლის სტატუსით იქნება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები