იუვენტუსის, ლაციოს, ტოტენჰემის ფეხბურთელების წინააღმდეგ - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა
Aa
Aa

იუვენტუსის, ლაციოს, ტოტენჰემის ფეხბურთელების წინააღმდეგ - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს და ჯერჯერობით, 0 ქულით ჯგუფში ბოლო, მეხუთე ადგილს იკავებს.

ჩვენმა  ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა, ფინეთს უმასპინძლა და ანგარიშით - 0-3 დამარცხდა.

მეტოქემ პირველი ნახევარი ანგარიშით - 0-1 მოგვიგო (17'), ხოლო მეორე ტაიმში უპირატესობა ორამდე 68-ე წუთზე გაზარდა (0-2), დაახლოებით 3 წუთში კი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშს წერტილი დაესვა (0-3).

აღსანიშნავია, რომ მეტოქის მხრიდან მოედანზე იუვენტუსის, ლაციოს, ბრაიტონისა და  ტოტენჰემის ფეხბურთელები იყვნენ, ხოლო უშუალოდ ფინეთის ნაკრებს თბილისში გულშემატკივრის ჯგუფი ამხნევებდა.

​საქართველო: სუხაშვილი, პასიკაშვილი (84' გორგაძე), ჩხარტიშვილი (90+1' ქადაგიშვილი), დანელია, მატვეევა, ჭიჭინაძე (90+1' წოწერია), ხაბურძანია (84' ბოლქვაძე), ბაქრაძე, ტატუაშვილი, სუთიძე, თოდაძე (72' ჯანიკაშვილი​)

სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ალელიშვილი, გურიელიძე, გუჯაბიძე, დიმოპულუ

​მთავარი მწვრთელი: გიორგი ჩხაიძე

ფოტოამბავი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს რამდენიმე დღეში, 26 ოქტომბერს, სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი სლოვაკეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები