Aa Aa
21 ოქტომბერი 2021  |  16:56

„მერაბმა მაგრად მცემა და იანთან ბრძოლას ჩავეხსენი“ - ალჯოს განცხადება

UFC-ის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა საინტერესო განცხადება გააკეთა. „ალჯომ“ დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც პიოტრ იანთან 30 ოქტომბერს ჩანიშნულ ბრძოლას ჩაეხსნა და ეს ნაწილობრივ მერაბ დვალიშვილს უკავშირდება.

„ჩემმა მწვრთნელმა, რეი ლონგომ მითხრა, რომ ასეთი გაღიმებული დიდი ხანია არ ვუნახივარ. ვუპასუხე, რომ საქმე სასაცილოდ არ მქონდა, რადგან მერაბ დვალიშვილმა მაგრად მცემა. ვიცი, რომ მერაბი მაღალი დონის მებრძოლია. მასთან ყოველთვის ვჩხუბობ, მაგრამ ჩვენი ბრძოლები ასეთი ცალმხრივი არასდროს ყოფილა.

რეიმ მითხრა: „შენ ხომ იცი, რომ მერაბი პიკშია“. მე კი ვუპასუხე: „ვიცი, მაგრამ აქამდე მას ასეთი უპირატესობით არასდროს ვუცემივარ. აშკარაა, რომ რაღაც რიგზე ვერაა“. ამის შემდეგ კი იანთან ბრძოლიდან ჩახსნა გადავწყვიტეთ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა მარლონ მორაესის წინააღმდეგ გამართა და ბრწყინვალე სტილში მოიგო. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და მოსალოდნელია, რომ მისი მომდევნო მეტოქე დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იქნება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage