ევროპის ჩემპიონატი - ბუდაპეშტში უძლიერესი შემადგენლობით
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ბუდაპეშტში უძლიერესი შემადგენლობით

ბაქოს ძიუდოს გრან პრის პარალელურად ბუდაპეშტი 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

5-7 ნოემბერს გასამართ ევროპის პირველობაზე მონაწილეობას 31 ქვეყნის 229 ძიუდოისტი მიიღებს. საქართველოს ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე 14 (9 ვაჟი; 5 გოგონა) სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია,რომ 81კილოგრამ წონით კატეგორიაში ტიტულის დასაცვად ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

66 კგ. - გიორგი თუთაშვილი; 73 კგ. - ალეკო მამიაშვილი; 81 კგ. - ვლადიმირ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი; 90 კგ. - ნიკა ხარაზიშვილი; 100 კგ. - გიორგი ჩიქოვანი, ილია სულამანიძე; + 100 - საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი; 48 კგ. - ნატალია ყიფშიძე; 57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი; 70 კგ. - მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი; 78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ,რომ შარშანდელი ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში გაიმართა,სადაც ჩვენმა დელეგაციამ 8 მედალი დაისაკუთრა. 23 წლამდე ევროპის ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ.

ვერცხლის მედლები თემურ ნოზაძემ და გელა ზაალიშვილი დაისაკუთრეს,ხოლო ბრინჯაო ჯაბა პაპინაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა,ვლადიმირ ახალკაცმა და ონისე სანებლიძემ დაისაკუთრეს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები