Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  17:08

ისკოს ბარსელონაში გადასვლა უნდა - დემბელე ნიუკასლს უახლოვდება

„ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. გუნდს სავარაუდოდ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს და კატალონიელები მათი შემცვლელების დამატებას შეეცდებიან.

ესპანური El Nacional-ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო გუნდში მისი ყოფით იმედგაცრუებულია და გარემოს შეცვლას გეგმავს. წყარო წერს, რომ ფეხბურთელს ყველაზე მეტად „ბარსელონაში“ თამაში სურს.

თავის მხრივ, რონალდ კუმანს გუნდში ახალი ნახევარმცველის ხილვა სურს, რომელიც შეტევას გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ ისკოს ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისში გასდის და ესპანელი თავისუფალი აგენტი ხდება. თუ, „რეალს“ არ სურს, რომ ფეხბურთელი უფასოდ დაკარგოს, მისი იანვარში გაყიდვა მოუწევს.

დემბელე ბარსელონადან წასვლას უახლოვდება

FootMercato-ს ინფორმაციით, „ნიუკასლი“ უსმან დემბელეს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„კაჭკაჭები“ ფრანგ შემტევს 5-წლიან კონტრაქტსა და ანაზღაურების სახით წლიურად 15 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამას კი ზემოდან 15-მილიონიანი სატრანსფერო ბონუსიც დაემატება.

ცნობისთვის, დემბელეც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. თუ, დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ისურვებს, „ბარსა“ მის გაყიდვას იანვარში შეეცდება. კატალონიელებს არ სურთ, რომ ფრანგი უფასოდ დაკარგონ. თუ, ფეხბურთელი კლუბთან ყველანაირ თანამშრომლობაზე უარს იტყვის, „ბლაუგრანა“ მას სეზონის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.

როგორც ცნობილია, დემბელეს აგენტი „ბარსასთან“ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს, კლუბს კი მოთმინება ეწურება და მალე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებენ. თუ, ფრანგი კლუბს დატოვებს, კატალონიელები მის ნაცვლად რაჰიმ სტერლინგის გაფორმებას შეეცდებიან.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage