Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  11:17

„დენ იგე ან ზაბიტი" - ილია თოფურიას სურს იანვარში იჩხუბოს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია MmaJunkie-ს ესაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ სურს, ოქტაგონზე იანვარში გავიდეს და დენ იგეს ან ზაბიტ მაგომედშარიპოვის წინააღმდეგ იჩხუბოს.

„დენ იგემ ჩემთან ჩხუბზე თანხმობა განაცხადა (იგე და თოფურია ტვიტერზე საუბრისას ბრძოლაზე შეთანხმდნენ) და ყველასთვის გასაგები იყო, ჩვენი ბრძოლა რატომ უნდა გამართულიყო. მარტში, იგეს რაიან ჰოლის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ეს ბრძოლა გაუქმდა, რადგან რაიანმა ტრავმის გამო ოქტაგონზე გასვლაზე უარი თქვა. ჰოლის ნაცვლად იგე კორეელ ზომბის დაუპირისპირდა და დამარცხდა, მე კი გავიმარჯვე მებრძოლთან, რომელთანაც მას უნდა ეჩხუბა.

ვფიქრობ, ჩემი და იგეს გზები აუცილებლად უნდა გადაიკვეთოს, მაგრამ დენი თავს მარიდებს და ეს ნორმალურია. მიზეზად ის მოჰყავს, თითქოს ტოპ 10-ის წევრ მებრძოლთან სურს ჩხუბი, მაგრამ აშკარაა და ხალხი ხვდება, რომ უბრალოდ გამირბის. მას ჩემთან ბრძოლის გამართვა არ უნდა, რადგან მშვენივრად იცის, რა მოხდება.

გავიგე, რომ ზაბიტ მაგომედშარიპოვს დაბრუნება უნდა და ვცდილობ, მასთან ჩხუბის საშუალება მომეცეს. ვნახოთ, გამოწვევას თუ მიიღებს. ამ ეტაპზე, ბევრი ვარიანტი მაქვს და სიმართლე გითხრათ, სულერთია ოქტაგონზე ვის წინააღმდეგ გავალ. უბრალოდ მინდა, რომ რეიტინგში ჩემზე წინ მყოფ მებრძოლებს ვეჩხუბო. მინდა, რომ ეს ჩემთვის მოტივაცია იყოს და გავმართო ბრძოლა, რომელიც მოტივაციას მომცემს. მინდა, ვეჩხუბო მებრძოლს, რომლის დამარცხების შემდეგაც, რეიტინგში დავწინაურდები. არ მინდა, წონის კლებაში დრო დავკარგო და მოვიგო ჩხუბი, რომლის შემდეგაც ისევ მე-15 პოზიციაზე ვიქნები. მირჩევნია, უფრო რთულ გამოწვევებს შევერკინო და უფრო გავრისკო, სანაცვლოდ კი უფრო დიდი ჯილდო მივიღო.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, იანვარში უნდა ვიჩხუბო. იმედი მაქვს, მალე რაღაც გაოფიციალურდება და ვინმეს ეყოფა გამბედაობა, ჩემთან იჩხუბოს. ვხვდები, რომ ამ გამოწვევის მიღება ურთულესია, რადგან ჩემთან ჩხუბი ნებისმიერი მებრძოლისთვის უდიდესი რისკია, მაგრამ ვიმედოვნებ, ვიღაცას მაინც ეყოფა გამბედაობა, რომ ჩემთან ბრძოლას დათანხმდეს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage