ისტორიაში მეორე შედეგი - კეინი ყველა დროის რეკორდთან ახლოს
Aa
Aa

ისტორიაში მეორე შედეგი - კეინი ყველა დროის რეკორდთან ახლოს

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ტოტენჰემი“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. მატჩში „დეზებიდან“ მეორე გოლი გუნდის ლიდერმა ჰარი კეინმა გაიტანა და ამით ახალი რეკორდი დაამყარა.

28 წლის თავდამსხმელმა პრემიერ ლიგაში 128-ე გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და 88-ე გოლი გაიტანა. ამ შედეგით კი მან ლეგენდარულ ალან შირერს გადაასწრო, რომელსაც პრემიერ ლიგის 219 გასვლით მატჩში 87 გოლი ჰქონდა გატანილი.

პირველ ადგილს კი ლეგენდარული უეინ რუნი იკავებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა 243 გასვლით შეხვედრაში 94 გოლი გაიტანა. დიდი ალბათობით ჰარი კეინი რუნის რეკორდს მოხსნის და ახალ ისტორიას დაწერს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები