გულშემატკივარმა გულის შეტევა მიიღო - ნიუკასლი VS ტოტენჰემი დროებით შეწყდა
Aa
Aa

გულშემატკივარმა გულის შეტევა მიიღო - ნიუკასლი VS ტოტენჰემი დროებით შეწყდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“ ხვდებიან. ამ მომენტისთვის „დეზები“ 2:1-ს იგებდნენ, თუმცა მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი გულშემატკივრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

სერხი რეგილიონმა მთავარ არბიტრს აცნობა, რომ ტრიბუნაზე ერთ-ერთი ქომაგი შეუძლოდ გახდა. გაირკვა, რომ იმ ადამიანს გულის შეტევა დაემართა.  მსაჯმა ფეხბურთელები გასახდელისკენ მოიხმო.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მატჩი განახლდა. ჯერჯერობით უცნობია გულშემატკივრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სავარაუდოა, რომ ის კარგად არის, რადგან შეხვედრა მალევე განახლდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები