რიკი პუჩი რომაში? - მოურინიოს იჯარა სურს
Aa
Aa

რიკი პუჩი რომაში? - მოურინიოს იჯარა სურს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს „ბარსელონას“ აღზრდილი ნახევარმცველი რიკი პუჩი სურს. პორტუგალიელ სპეციალისტს უნდა, რომ საკუთარი გუნდის ნახევარდაცვა გააძლიეროს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჟოზემ გრანიტ ჯაკას გადაბირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მოურინიო თვლის, რომ ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს და ახალი ფეხბურთელის ძებნას აგრძელებს. Diario Sport-ის ინფორმაციით, „ჯალოროსი“ „ლა მასიას“ აღზრდილისთვის იანვარში იბრძოლებს. ხსენებული გამოცემა გვამცნობს, რომ პორტუგალიელს ახალგაზრდა ფეხბურთელი იჯარის წესით სურს.

ცნობილი ხდება, რომ „განსაკუთრებულს“ ამადუ დიავარა და გონსალო ვილარი არ სჭირდება და ორივე ფეხბურთელი კლუბს მალე დატოვებს. Sport.es წერს, რომ რომაელებს „გლადბახის“ ნახევარმცველი დენის ზაქარიაც სურთ და მისი გადაბირება მომავალი წლის ზაფხულში სრულიად უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი.

რიკი პუჩი „ბარსელონაში“

22 წლის ნახევარმცველი კატალონიური გრანდის აკადემიაში 2013 წელს ჩაირიცხა. პირველ გუნდში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა. რიკის ყველაზე ხშირად კიკე სეტიენი ენდობოდა და იმ პერიოდში ხშირად ვხედავდით ძირითად შემადგენლობაში, თუმცა კუმანის დანიშვნის შემდეგ პუჩმა კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

2018 წლიდან დღემდე, რიკი პუჩმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 46-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები