Aa Aa
16 ოქტომბერი 2021  |  13:30

შესაძლოა, ტაიმებს შორის შესვენების დრო 15 წუთის ნაცვლად 25 წუთამდე გაიზარდოს

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) ახალი იდეის შესახებ მსჯელობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ტაიმებს შორის 15 წუთიანი შესვენება 25 წუთიან შესვენებად იქცეს.

თუ უცხოურ გამოცემებს დავუჯერებთ, ინოვაცია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას (CONMEBOL) ეკუთვნის. ასევე, უკვე არსებობს იდეა, რომ თავდაპირველად აღნიშნული სიახლე ისეთ გათამაშებებზე დაიტესტოს, როგორიც ეს მაგალითად, ლიბერტადორესის თასის ფინალია.

გადაწყვეტილების შესახებ 27 ოქტომბერს, დისტანციურ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ტაიმებს შორის შესვენების გაზრდის მიზეზად გასართობი წარმოდგენების გამართვა სახელდება.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს არსებობდა იდეა, რომლის მიხედვითაც, ტაიმებს შორის შესვენება 20 წუთამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა მაშინ FIFA-მ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. 

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage