15 წუთი, 4 ქულა და 6 მოხსნა - გამთენიისას მამუკელაშვილი დალასის წინააღმდეგ დამარცხდა
Aa
Aa

15 წუთი, 4 ქულა და 6 მოხსნა - გამთენიისას მამუკელაშვილი დალასის წინააღმდეგ დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში NBA-ს წინასასეზონო მატჩები დასრულდა.

გამთენიისას, ინდიანა პეისერსისა და კლივლენდ კავალიერსის შეხვედრის გარდა, შედგა მილუოკი ბაქსისა და დალასის დაპირისპირებაც. სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსმა მატჩი ანგარიშით - 104-113 დათმო.

მამუკელაშვილი პარკეტზე 15:31 წუთით გამოჩნდა და ამ დროში თავი 4 ქულას, 6 მოხსნასა და 1 დაფარებას მოუყარა. სანდრო მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დააჯარიმეს, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე, 54-ე ნომრად აიყვანა.

მილუოკი ბაქსი მომდევნო შეხვედრას ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ ჩაატარებს. დაპირისპირება 20 ოქტომბერს შედგება და თბილისის დროით 03:30 საათიდან დაიწყება.

აღნიშნული შეხვედრა NBA-ის რეგულარული სეზონი ოფიციალური მატჩი იქნება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები