Aa Aa
15 ოქტომბერი 2021  |  16:32

როზე ნაგელსმანზე: ''ფეხბურთელი რომ ვიყო, მისი იდეა გამაბრაზებდა''

''დორტმუნდის'' მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ ნაგელსმანის მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის აზრით თანამედროვე ტექნოლოგია ფეხბურთში უფრო ფართოდ უნდა გამოვიყენოთ. ამასთან დაკავშირებით როზემ განაცხადა: 

''არ მჭირდება ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ მიკფორონი, რომელშიც ჩემს ხმას გაიგებენ. არ მომწონს იდეა, რომ ფეხბურთელები რობოტებად ვაქციოთ. ბიჭებმა გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ.

მე რომ ფეხბურთელი ვიყო, ასეთ დამოკიდებულების გამო გავბრაზდებოდი. შესაძლოა, ასეთ დროს მწვრთნელისთვის მეთქვა, რომ ''მოეკეტა.'' არ ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელები უფრო პროდუქტიულები გახდებიან, ისინი უფრო სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან''.

45 წლის მარკო როზე ლაიფციგის ''ლოკომოტივის'' (2012-13), ''რედ ბულ ზალცბურგისა'' (2017-19) და ''გლადბახის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელია. 2021 წლის თებერვლიდან ''დორტმუნდს'' ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage