''მირჩევნია ტყვია მესროლონ'' - რუმინულ კლუბში ვაქცინაცია აკრძალეს
რუმინული ფეხბურთის კონტროვერსიულმა ფიგურამ, ჯორჯე ბეკალიმ, რომელიც კლუბ FCSB-ს მფლობელია, სკანდალური განცხადება გააკეთა. მან კლუბში ვაქცინაცია აკრძალა.
''მხოლოდ ორი არჩევანი რომ მქონდეს, მაგიდაზე იარაღი და ვაქცინა რომ იდოს, მირჩევნია ტყვია მესროლონ ვიდრე ვაქცინა გავიკეთო. ჩემს კლუბში ვაქცინაცია არ ჩატარდება''.
FCSB-ს რამდენიმე ფეხბურთელი კორონავირუსით ინფიცირებულია. მიუხედავად ამისა, ბეკალი აღნიშნულ განცხადებას აკეთებს.
ჯორჯე ბეკალის კომენტარს კრიტიკა მოჰყვა, მის მოსაზრებას ''ტირგუ-მურეშის'' ექს-პრეზიდენტი დინუ ჯორჯე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოთამაშეები გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას, ეს თავად მათ უნდა გადაწყვიტონ და არა კლუბის მფლობელმა.
FCSB რუმინეთის ვიცე-ჩემპიონია, წარსულში ''სტიაუას'' სახელს ატარებდა, 1985-86 წლების სეზონში ჩემპიონთა თასი მოიგო, ფინალში პენალტების სერიაში კატალონიის ''ბარსელონა'' დაამარცხა.
ჯორჯო ბეკალი 2009-12 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო, 2012-13 წლებში კი - რუმინეთის პარლამენტის.