ნიუკასლი მწვრთნელს ეძებს - ბრენდან როჯერსი მოწინავე პოზიციაზეა
Aa
Aa

ნიუკასლი მწვრთნელს ეძებს - ბრენდან როჯერსი მოწინავე პოზიციაზეა

როგორც უკვე ცნობილია, „ნიუკასლს“ ახალი მფლობელი ჰყავს. „კაჭკაჭების“ სანაცვლოდ 305 მილიონი ფუნტი იქნა გადახდილი და კლუბი PIF, PCP Capital Partners და RB Sports & Media-ის კონსორციუმის მფლობელობაში გადავიდა.

საუდის არაბეთის 36 წლის მეფის ნაცვალი და მისი ოჯახი 320 მილიარდ ევროდ შეფასებულ ქონებას ფლობს, რაც „სიტის“ მფლობელ შეიხ მანსურის ქონებაზე 11-ჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიო „ნიუკასლის“ ტრანსფერებს ელის.

გავრცელებული ინფორმაციით, „კაჭკაჭების“ მთავარი სამიზნე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდი იყო, თუმცა დღეს ბრიტანული გამოცემები ახალ კანდიდატურაზე წერენ. საქმე „ლესტერის“ დამრიგებელს ბრენდან როჯერსს ეხება. წყარო წერს, რომ ირლანდიელი სპეციალისტი მოწინავე პოზიციაზეა და „ნიუკასლში“ მისი ხილვა ძალიან სურთ.

აღსანიშნავია, რომ 48 წლის მწვრთნელი „ლესტერს“ შესანიშნავად მოერგო და 2019 წლის შემდეგ, „მელიები“ კარგ შედეგს აჩვენებენ. ინგლისური კლუბი გასულ სეზონში ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრასთან, თუმცა საბოლოოდ „ლესტერი“ ევროპის ლიგაზე გავიდა. ბრენდანს თავის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები